logo
ENG



ლუკაშენკომ ბუჩაში მომხდარს "ინგლისელების ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია" უწოდა

12 აპრ 202220:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/12/9rh39440rqa48ed.jpg

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ უკრაინაში, ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მოწყობილი ხოცვასთან დიდი ბრიტანეთია დაკავშირებული. მან მტკიცებულებები გარეშე ბუჩის ტრაგედიას "ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია" უწოდა.

"დღეს დეტალურად განვიხილეთ ეს ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, რომელიც ინგლისელებმა ჩაატარეს", - თქვა ლუკაშენკომ ვლადიმირ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

"თუ ვინმეს გჭირდებათ მისამართები, პაროლები, მანქანის ნომრები, მანქანის მარკები, რომლებითაც ჩამოვიდნენ ბუჩაში და როგორ აკეთებდნენ ამას, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური მოგაწვდით ამ მასალებს. რუს მეგობრებთან ერთად, პირველიდან ბოლო საათამდე, სრულად გამოვავლინეთ დასავლეთის ეს საზიზღარი პოზიცია", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ბუჩაში მომხდარს ფეიკს უწოდებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მოკლულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ლტოლვილად და დევნილად იქცა 10 მილიონზე მეტი ადამიანი. რუსი ჯარისკაცები სასტიკად უსწორდებიან სამოქალაქო პირებს.

მას შემდეგ, რაც კიევის ოლქიში ქალაქი ბუჩა რუსებისგან გათავისუფლდა, აქ ასობით სამოქალაქო პირის ცხედარი აღმოაჩინეს. ზოგიერთი მათგანი სარდაფში, ხელშეკრული იყო და ტყვიები ზურგიდან ჰქონდათ ნასროლი. რუსები ხოცავენ ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს. 


close დახურვა